|
2025-04-07 19:14:14, 782 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - PACE ხუთშაბათს, დიდი ალბათობით, უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს
PACE ხუთშაბათს, საქართველოზე საგანგებო დებატის შედეგად, დიდი ალბათობით, უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს , - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს. ბოკუჩავას თქმით, ის დღეს მონიტორინგის კომიტეტს დაესწრო, სადაც სრული კონსენსუსია იმის შესახებ, რომ საქართველოში ავტოკრატია კონსოლიდირდა. “ქოცთა ვარამი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საგაზაფხულო სესიაზე გრძელდება. დღეს, საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით დავესწარი მონიტორინგის კომიტეტს, სადაც სრული კონსენსუსია, რომ საქართველოში ავტოკრატია კონსოლიდირდა. Une vrai autocracie არის შეფასება, რომელსაც ამ დარბაზებში მოისმენთ. ეს ის კომიტეტია, სადაც წულუკიანმა იანვრის სესიაზე დებატებში 10-0 წააგო, როდესაც ამ ჯალათს და მის რუსულ პროპაგანდას ოპონირებას მარტო ვუწევდი. ვერც ფრანგულის ცოდნამ უშველა, ვერც წივილ-კივილმა. დღეს არ ბრძანდება აღარც ის, აღარც “პოს ტვ” და აღარც “იმედი”. იქნებ ისიც ყაველაშვილთან ერთად საცხრამაისოდ წითელი მოედნისთვის ემზადებიან? ახლა კი საქმეზე - PACE ხუთშაბათს, საქართველოზე საგანგებო დებატის შედეგად, დიდი ალბათობით, უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს, სადაც კვლავ მოითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ოცნების დელეგაცია სხვაგვარად PACE-ში ვერ დაბრუნდება. იჯდეს ახლა თეა და წეროს და იკითხოს საბრალდებო დასკვნები არალეგიტიმური პარლამენტის ღალატის კომისიაში მამის საუკეთესო საბჭოთა მემკვიდრეობის იმიტირებით. ცეცხლი ოლიგარქიას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, - წერს ბოკუჩავა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“.
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)