12:00 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 17:11:04, 658 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი ჩამოწერის რეჟიმშია

სალომე ზურაბიშვილი ჩამოწერის რეჟიმშია, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი - მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ვამბობ, რომ მან ქვეყანას უღალატა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ადამიანების გარკვეული ჯგუფი მოღალატედ რაცხავდა, მაგრამ ქვეყნის ღალატის შემდეგ კი, ის გმირად შერაცხეს.

„სალომე ზურაბიშვილი ჩამოწერის რეჟიმშია, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი და ეს ჩამოწერის პროცესი გაგრძელდება, კონკრეტული პარტიებიც კი დაუპირისპირეს. 2018 წელს დავეხმარეთ, მაშინ მოღალატედ მოიხსენიებდა ადამიანების გარკვეული რაოდენობა მას და როგორც კი მან სამშობლოს უღალატა გმირად გამოაცხადეს. მან სამშობლოს უღალატა, მაგრამ მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ვამბობ, რომ მან ქვეყანას უღალატა.

მე ძალიან პირნათელი ვარ ჩემი მოქალაქეებს წინაშე, ჩემი აგური მაქვს დადებული საქართველოში უკრაინული სცენარის თავიდან არიდებაში. საქართველო კი ჩემი სამშობლოა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე და აღნიშნა, რომ ეს „ქართული ოცნებისთვის“ საინტერესო საერთოდ არ არის.

„ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვფიქრობთ წინა, საპარლამენტო არჩევნებზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებას. წინაზე ავიღეთ 54% და ვფიქრობთ, რომ აქ უფრო მაღალი შედეგის მიღება შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, 64-ივე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს“, - აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics