12:00 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 17:02:19, 616 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს

 ჩვენთვის საინტერესო საერთოდ არ არის, მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვფიქრობთ წინა, საპარლამენტო არჩევნების შედეგის გაუმჯობესებას, - ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

მისივე თქმით, 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება" მოიგებს, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს.

 „ჩვენთვის საინტერესო საერთოდ არ არის, მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვფიქრობთ წინა, საპარლამენტო არჩევნების შედეგის გაუმჯობესებას. წინაზე ავიღეთ 54 %, ვფიქრობთ, რომ აქ შეგვიძლია კიდევ უფრო მაღალი შედეგის მიღება და დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს,"- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics