|
2025-04-07 17:00:07, 702 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - უკრაინაში არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი
საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ მეორე ფრონტის თავიდან არიდება, ამის გამო არის „დიფ სთეითი“ გაგულისებული და შესაბამის ქმედებებში ევროპულ ბიუროკრატიას იყენებენ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, გარე დაფინანსება გამოიყენებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად, ქვეყნის ასარევად და ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დასაბრუნებლად. როგორც კობახიძე აღნიშნავს, „დიფ სთეითმა“ უკრაინაში ომის გახანგრძლივება ევროპულ სტრუქტურებს დაავალა. „მანამდე ამერიკული სტრუქტურებიც იყო ჩართული ამ პროცესში, ახლა თავიდან ბოლომდე ექსკლუზიურად, ევროპულ სტრუქტურებს დაავალა „დიფ სთეითმა“ უკრაინაში ომის გახანგრძლივება. იგივე ხდება სწორედ ორგანიზაციების დაფინანსების კუთხითაც. ამერიკული ფონდებიდან აღარ ფინანსდება ანტისახელმწიფოებრივი პროცესები, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში და სხვა ქვეყნებში და ეს ტვირთი თავის თავზე ააღებინეს ევროპულ სტრუქტურებს. ძალიან სამწუხაროა, თუმცა თქვენ იცით, რომ მანამდე ორი ფრონტიდან გვიტევდნენ და აქაც მოვახერხეთ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. თუ ევროპული სტრუქტურებიდან ევროპული ბიუროკრატიის მიერ მოხდება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების დაფინანსება, ამასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, გვექნება ჩვენი რეაგირება. ჩვენ ბოლომდე უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები. „დიფ სთეითს“ აქვს თავისი ინტერესები. ის ამისთვის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და ბოლომდე დავიცავთ ამ ინტერესებს. ეროვნული ინტერესი არის იმის არ დაშვება, რაც მოხდა უკრაინაში. უკრაინაში იყო და არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ამის საპირწონედ არის კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, მაგრამ მერწმუნეთ, უკრაინელი ხალხისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია“, - განაცხადა კობახიძემ.
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)