17:31 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 18:32:00, 971 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვას შემდეგ - ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი

არანაირი საპარლამენტო კომისია არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი პარლამენტი - ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი , - ამის შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მას პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების ვალდებულება არ ჰქონდა, რადგან არ ჩაბარებია კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის დაბარებაზე.

„თავი მეგონა საბავშვო ბაღში - „რა სიტყვებით მოვიხსენიე მიხეილ ქარელი სოციალურ ქსელში“. „მეკუთვნის თუ არა კონკრეტული გვერდი სოციალურ ქსელში“, „რა პოსტები მქონდა გამოქვეყნებული ბოლო პერიოდში კომისიასთან დაკავშირებით“ და ანალოგიური არასერიოზული კითხვები იყო.

არანაირი ვალდებულება ე.წ. კომისიაში მონაწილეობის არ მქონია იმიტომ, რომ არ ჩამბარებია შესაბამისი წესით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩემს დაბარებაზე. წულუკიანის წერილი არ ნიშნავს გადაწყვეტილებას. კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, ჩემი საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში ერთსულოვნად, კენჭის ყრით. ანალოგიურად უნდა დავებარებინე მეც “, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics