16:10 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 09:11:40, 755 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი - დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინის კომენტარებით

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა უკრაინისა და რუსეთის ლიდერების, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინის განცხადებებით, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენად დარწმუნებულია ტრამპი, რომ შეძლებს სამშვიდობო შეთანხმების დადებას.

„პრეზიდენტი წარმოუდგენლად ბევრს მუშაობს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და მან გამოხატა უკმაყოფილება იმ კომენტარებით, რომლებიც კონფლიქტის ორივე მხარის ლიდერებმა გააკეთეს. მან გამოთქვა აზრი იმის შესახებ, თუ რა უნდა მოხდეს, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დასრულდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics