19:56 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 09:31:54, 892 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვრის დასაცავად

მოვუწოდებ ყველას, სისხლის ფასად მიღებულ უმთავრეს მონაპოვარს - სამშობლოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ნუ გადავაყოლებთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას - გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვრის დასაცავად, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 34-ე წლისთავს ყველა ერთად უნდა ვზეიმობდეთ, თუმცა „სამწუხაროდ, მტერმა მაინც შეძლო, გაგვხლიჩა და დაგვაპირისპირა ერთმანეთს“.

„დღეს 31 მარტია. ზუსტად 34 წლის წინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

ეს დღე ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 31 მარტი რადიკალიზაციის დაძლევის, ჩვენი ერთიანობის სიმბოლოცაა.

წესით, დღეს ყველანი ერთად უნდა ვზეიმობდეთ - განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. ეს ჩვენი წინაპრების ანდერძია. თუმცა, სამწუხაროდ, მტერმა მაინც შეძლო, გაგვხლიჩა და დაგვაპირისპირა ერთმანეთს.

მოვუწოდებ ყველას, სისხლის ფასად მიღებულ უმთავრეს მონაპოვარს - სამშობლოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ნუ გადავაყოლებთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას. გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვრის დასაცავად.

გილოცავთ 31 მარტს!“ - წერს გახარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics