|
2025-03-28 11:44:58, 847 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში ტრეფიკინგის ქსელის წამყვანი წევრი, 44 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საბერძნეთში, სალამინაში ტრეფიკინგის ქსელის წამყვანი წევრი, საქართველოს 44 წლის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ჩამორთმეული გემები, რომლებიც საბაჟო და საპორტო ორგანოების მიერ აუქციონზე იყო გატანილი, კონტრაბანდისტული ჯგუფის მიერ თურქეთიდან საბერძნეთში მიგრანტების გადასაყვანად გამოიყენებოდა. კრიმინალური ქსელის საქმიანობა სანაპირო დაცვის მიერ ეროვნულ დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობით ერთთვიანმა გამოძიებამ გამოავლინა. როგორც მედია აღნიშნავს, დაკავებული ქართველი 2018 წლიდან, მიგრანტებისა და ნარკომანიის საკითხებში, საბერძნეთის უსაფრთხოების სამსახურების ეჭვმიტანილთა სიაშია შეყვანილი. ის სახლისა და ბიზნესის ჩხრეკის დროს დააკავეს და გამომძიებელ მოსამართლეს წარუდგინეს. დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ასევე, იდენტიფიცირებულია თურქეთის მოქალაქე, რომელსაც ამავე საქმეზე ეძებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის თავის ქვეყანაში გაიქცა. მის მიმართ დაკავების ორდერია გაცემული და ძებნა მიმდინარეობს. როგორც მედია წერს, დაკავებული ქართველისა და მისი უშუალო თანამზრახველების ქმედებები უკვე წელიწადზე მეტია გამოძიების საგანია, თუმცა საქმეში განვითარებული მოვლენები ბოლო 10 დღის განმავლობაში დაჩქარდა, მას შემდეგ რაც 74 უცხოელის უკანონოდ გადაყვანისთვის დოდეკანესში ადამიანებით მოვაჭრეების გემი და მისი 25 წლის თურქი კაპიტანი დააპატიმრეს. გამოძიებამ აჩვენა, რომ სულ მცირე ოთხი ხომალდი, რომლებიც დაკავშირებული იყო ტრეფიკინგის რგოლთან, თავდაპირველად საბერძნეთის ხელისუფლებამ მეპატრონეებს ჩამოართვა და აუქციონზე გაიტანა, თუმცა ისინი კვლავ ადამიანებით მოვაჭრეების საკუთრებაში გადავიდა. ხელისუფლების მრავალთვიანი გამოძიების შედეგად ადამიანებით ვაჭრობის რგოლების მიერ ნავების ხელახალი გამოყენების სულ მცირე ოთხი შემთხვევა გამოვლინდა.
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)