20:48 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 18:35:36, 892 ნახვა

მსოფლიო
ანკარაში მასობრივი შეკრებები 1-ელ აპრილამდე აიკრძალა

ანკარის გუბერნატორის ადმინისტრაციამ მასობრივი აქციების, შეკრებებისა და მიტინგების ჩატარება 26 მარტიდან 1-ელ აპრილამდე აკრძალა.

ამის შესახებ ადგილობრივი ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.

„მასობრივი შეკრებები დახურულ სივრცეებსა და ღია სივრცეებში, დემონსტრაციები, მსვლელობები, განცხადებები პრესისთვის, მჯდომარე გაფიცვები, ხელმოწერების შეგროვების კამპანიები, მსგავსი აქციები და ღონისძიებები, ასევე ფლაერების გავრცელება და ბანერების გამოფენა 26 მარტის 00:00 საათიდან 1-ელი აპრილის 23:59 საათამდე აკრძალულია“, – ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.

მანამდე ანკარის, სტამბოლისა და იზმირის ხელისუფლებამ მასობრივ მსვლელობები შეზღუდა. ეს უკავშირდება სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებას, რასაც თურქეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ზოგიერთი აქცია დემონსტრანტების პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics