|
2025-03-25 14:20:35, 663 ნახვა
მსოფლიო
კარასინი - უკრაინაზე აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებში გაერო ჩაერთვება
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსული დელეგაციის წევრიცაა, განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესში გაერო და სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან. ინფორმაციას Reuters რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. "ჩვენ გავაგრძელებთ [მოლაპარაკებებს], რომელშიც საერთაშორისო საზოგადოება, უპირველეს ყოვლისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ცალკეული სახელმწიფოები ჩაერთვებიან". - თქვა კარასინმა. ცნობისთვის, 24 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელიც დაახლოებით 12 საათის განმავლობაში გაგრძელდა. რუსულ მედიასთან გაკეთებულ ამავე კომენტარში კარასინმა მხარეებს შორის დიალოგი "კონსტრუქციულად" შეაფასა. "ყველაფერი განვიხილეთ, იყო დატვირთული, რთული, მაგრამ ჩვენთვის და ამერიკელებისთვის საკმაოდ სასარგებლო დიალოგი. მრავალი პრობლემა განვიხილეთ. რა თქმა უნდა ყველა ვერ გადავჭერით, ყველაფერზე ვერ შევთანხმდით, მაგრამ ასეთი საუბარი რომ შედგა, მიმაჩნია, რომ ძალიან დროულია". - დაამატა კარასინმა. მოლაპარაკებების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ერთობლივ განცხადებას მოსკოვი და ვაშინგტონი დღეს, 25 მარტს გამოაქვეყნებენ. პარალელურად, ერ-რიადში დაწყებულია შეხვედრა უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)