|
2025-03-25 13:33:00, 1203 ნახვა
საზოგადოება
თბილისსა და ბელგრადს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 15 ივნისიდან დაიწყება
საქართველოს ავიაბაზარზე 2025 წლის 15 ივნისიდან ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოდის. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. უწყების ცნობით, ავიაკომპანია ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში სამი სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა. ,,მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ავიაბაზარზე სერბეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air Serbia შემოდის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდა, ბოლო პერიოდის განმავლობაში კი გაცილებით ინტენსიური გახდა. დასკვნით ფაზაში მოლაპარაკებების პროცესში თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ჩაერთო. საბოლოოდ, ავიაკომპანიასთან შევთანხმდით, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ჩვენ დედაქალაქებს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლა კვირაში სამი სიხშირით შესრულდება. ავიაკომპანია ოპერირებას ბელგრადსა და თბილისს შორის სრული წლის განმავლობაში განახორციელებს“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა. ცნობისთვის, Air Serbia პირველი სერბული ეროვნული ავიაკომპანია Aeroput-ის მემკვიდრეა, რომელიც 1927 წელს დაარსდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2024 წელს საქართველოსა და სერბეთს შორის ჯამურმა მგზავრთნაკადმა 16 839 მგზავრი შეადგინა, რაც 66%-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)