19:46 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 16:58:02, 841 ნახვა

მსოფლიო
ამერიკისა და უკრაინის დელეგაციები მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავენ

საუდის არაბეთში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკისა და უკრაინის დელეგაციები მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

წყაროების ცნობით, მხარეებს შორის საუბრის თემა ენერგეტიკულ ობიექტებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერება, ასევე შავ ზღვაში თავდასხმების დასრულება იქნება.

გარდა ამისა, მათი თქმით, უკრაინული მხარე ელის, რომ ერ-რიადში მიმდინარე შეხვედრაზე ამერიკული დელეგაცია შეძლებს შუალედური კონსტრუქციული შეთანხმებების მიღწევას რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა რუსეთისგან მოლოდინი საკმაოდ შეზღუდულია.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. რუსეთს მოლაპარაკებებზე წარმოადგენენ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა. აშშ-ის მხრიდან კი მოლაპარაკებებში ჩართულია თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი, ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, მაიკლ ენტონი. ამასთან, გუშინ ერ-რიადში მოლაპარაკებები გაიმართა აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის. შეხვედრის შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიული და ფოკუსირებული იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics