|
2025-03-23 22:29:31, 1393 ნახვა
ომი უკრაინაში
საუდის არაბეთის ქალაქ ერ რიადში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები დასრულდა
საუდის არაბეთის ქალაქ ერ რიადში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები ახლახან დასრულდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ, იგორ პალისამ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია რუსულ მხარესთან შეხვედრებს არ გამართავს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვის განცხადებით, მაგიდაზე, არის წინადადებები ენერგეტიკული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების შესახებ. "ჩვენ დავიწყეთ შეხვედრა ამერიკულ გუნდთან რიადში. ჩვენ ვასრულებთ უკრაინის პრეზიდენტის დავალებას, დაამყაროს ღირსეული მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და უზრუნველყოს უსაფრთხოება. მაგიდაზე, კერძოდ, არის წინადადებები ენერგეტიკული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების შესახებ", - განაცხადა მინისტრმა. უმეროვმა აღნიშნა, რომ დღეს მხარეები რიგ რთულ ტექნიკურ საკითხზე იმუშავებენ. მისი თქმით, უკრაინის დელეგაციაში შედიან ენერგეტიკის სპეციალისტები, ასევე სამხედრო წარმომადგენლები საზღვაო და საჰაერო კომპონენტებიდან. 10 მარტს პრეზიდენტი ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა და პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს შეხვდა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებისთვის ქვეყანაში დარჩება. 11 მარტს ქალაქ ჯედაში გაიმართა მოლაპარაკებები უკრაინისა და შეერთებული შტატების დელეგაციებს შორის. შეხვედრისას ქვეყნების წარმომადგენლებმა მიაღწიეს არაერთ მნიშვნელოვან შეთანხმებას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)