|
2025-03-21 14:55:39, 827 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ველით რეალურ ზეწოლას რუსეთზე, ევროპისა და აშშ-სგან
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდა არის გზა იმისკენ, რომ რუსეთმა „შაჰედებით“ ტერორი შეწყვიტოს. „სწორედ რუსეთზე ერთობლივი ზეწოლა, სანქციების გაძლიერება და ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვითი მხარდაჭერა არის გზა ასეთი რუსეთის მხრიდან ასეთი ტერორის და ომის გახანგრძლივების დასრულებისკენ. ჩვენ ველით რეალურ ზეწოლას რუსეთზე აშშ-ის, ევროპისა და ყველა ჩვენი პარტნიორისგან. ეს არის ის, რაც დიპლომატიას მუშაობის საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, გუშინდელიდან რუსეთი უკრაინის რეგიონებს 200-ზე მეტი დრონით, ასევე მართვადი საჰაერო ბომბებით დაესხა თავს. დაბომბვის შედეგად დაზარალდა ოდესის, ზაპორიჟიეს, სუმის, კიევის, ხმელნიცკის და ჩერნიგოვის რეგიონები. ზელენსკის თქმით, ოდესის ოლქზე ოკუპანტების მასიური დარტყმების შედეგად ხანძარი გაჩნდა სავაჭრო ცენტრში, მაღაზიებში და დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა, დაშავდა სამი ბავშვი. ზაპოროჟიეში კი ექვსი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი, დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)