00:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 14:11:35, 568 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - პუტინი და ტრამპი აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების განიხილავენ

პუტინი და ტრამპი აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისა და უკრაინაში სიტუაციის მოგვარების საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გარკვეული დისკუსიები ნამდვილად შედგა. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მოსკოვში იმყოფებოდა, მოლაპარაკებები სტამბოლშიც გაიმართა და ადრე პრეზიდენტებს შორის პირველი სატელეფონო საუბარიც იყო. მაგრამ სხვა უამრავი შეკითხვა არსებობს, მათ შორის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისა და უკრაინაში სიტუაციის მოგვარების შესახებ. ეს ყველაფერი პრეზიდენტებმა უნდა განიხილონ“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მოსკოვის დროით 16:00-დან 18:00 საათამდე დროის შუალედში (თბილისის დროით 17:00-19:00 საათი) გაიმართება.

„ეს ნამდვილად მოსკოვის დროით 16:00-დან 18:00 საათამდე იქნება. ლიდერები იმდენ ხანს ისაუბრებენ, რამდენსაც ისინი საჭიროდ ჩათვლიან“, - აღნიშნა პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics