|
2025-03-15 15:38:58, 1000 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაცია 43 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლას ამკაცრებს - არის თუ არა სიაში საქართველო?
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებში 43 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესვლის წესების გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიმუშავა რეკომენდაციების პროექტი, რომელშიც 43 ქვეყანა სამ კატეგორიად დაყო – „წითელი“, „ნარინჯისფერი“ და „ყვითელი“. „წითელი“ ქვეყნების ჯგუფში შევიდა 11 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებს კატეგორიულად აეკრძალებათ აშშ-ში შესვლა. ესენია: ავღანეთი, ბჰუტანი, კუბა, ირანი, ლიბია, ჩრდილოეთ კორეა, სომალი, სუდანი, სირია, ვენესუელა და იემენი. „ნარინჯისფერი“ ქვეყნების სიაში შესულია 10 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებს ვიზების გაცემას შეუზღუდავენ. შესვლა შეიძლება ნებადართული იყოს მხოლოდ „შეძლებული ბიზნეს მოგზაურებისთვის“, მაგრამ არა მათთვის, ვინც შედის საიმიგრაციო ან ტურისტული ვიზებით. ამ კატეგორიის ქვეყნებია – რუსეთი და ბელარუსი, ასევე ერიტრეა, ჰაიტი, ლაოსი, მიანმარი, პაკისტანი, სიერა-ლეონე, სამხრეთ სუდანი და თურქმენეთი. გარდა ამისა, „ყვითელ“ სიაში მოხვდა 22 ქვეყანა, რომლებსაც მიეცემათ 60 დღე, რომ აღმოფხვრან ის საკითხები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს აშშ-ის ხელისუფლებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი „წითელ“ ან „ნარინჯისფერ“ კატეგორიაში მოხვდებიან. როგორც The New York Times აღნიშნავს, საბოლოო სია შეიძლება შეიცვალოს. ამასთან, გამოცემა წერს, რომ გაურკვეველია, გავრცელდება თუ არა შეზღუდვები მათზე, ვისაც უკვე აქვს მოქმედი ვიზები. ასევე გაურკვეველია, გაავრცელებს თუ არა ადმინისტრაცია შეზღუდვებს ე.წ. მწვანე ბარათის მფლობელებზე, რომლებმაც აშშ-ში მუდმივი ცხოვრების ნებართვა უკვე მიიღეს.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)