|
2025-03-14 20:00:02, 1478 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - კურსკის ოლქში უკრაინული ქვედანაყოფების „ალყაში მოქცევის“ შესახებ ცნობები რეალობას არ შეესაბამება
კურსკის ოლქში უკრაინული ქვედანაყოფების „ალყაში მოქცევის“ შესახებ ცნობები რეალობას არ შეესაბამება და ამის საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. „ცნობები კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის მიერ უკრაინული ქვედანაყოფების ვითომდა „ალყაში მოქცევის“ შესახებ რეალობას არ შეესაბამება და რუსების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვისა და უკრაინასა და პარტნიორებზე ზეწოლისთვის იქმნება. დღის განმავლობაში ვითარება არსებითად არ შეცვლილა… ჩვენი მებრძოლები იგერიებენ მოწინააღმდეგის შეტევით ქმედებებს და ეფექტიანად ურტყამენ მას იარაღის ყველა სახეობიდან. მიმდინარე დღის დასაწყისიდან კურსკის მიმართულებაზე 13 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ჩვენი ქვედანაყოფების ალყაში მოქცევის საფრთხე არ არსებობს,” - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის გენერალური შტაბის სპიკერმა, დმიტრი ლიხოვსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსების მიერ პირველად არ ხდება კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება. მან გაიხსენა, რომ 2024 წლის 25 ოქტომბერს პუტინმა განაცხადა, თითქოს კურსკის ოლქში „ორი ათასი უკრაინელი სამხედრო იყო ალყაში მოქცეული“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)