|
2025-03-12 13:05:50, 1359 ნახვა
ომი უკრაინაში
ოდესის პორტზე თავდასხმის შედეგად სატვირთო გემის ეკიპაჟის ოთხი წევრი დაიღუპა
ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ოდესის პორტში რუსული ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რაკეტა მარცვლეულით დატვირთულ გემს მოხვდა, რომელიც ალჟირში მიემართებოდა. ამის შესახებ იტყობინება ოდესის სამხედრო ადმინისტრაციასთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ბრაჩუკი, უკრაინის პორტების ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით. გავრცელებული ფოტოებისა და ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმა რუსული რაკეტა "ისკანდერით" განხორციელდა კასეტური საბრძოლო მუხტით. სატვირთო გემი MJ Pinar ბარბადოსის დროშის ქვეშ ცურავს, მისი ოპერატორი ბერძნული კომპანიაა, წერს გამოცემა The Maritime Executive. თავდასხმის დროს გემი ოდესის პორტში 30 ტონა მარცვლეულით დატვირთული იდგა. ეკიპაჟის ოთხი დაღუპული წევრი სირიის მოქალაქეა, დაჭრილია ერთი უკრაინის, ერთიც სირიის მოქალაქე. ეკიპაჟი სულ 12 ადამიანისგან შედგება. გემის გარდა დაზიანებულია პორტის ინფრასტრუქტურა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)