05:00 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 20:55:38, 906 ნახვა

მსოფლიო
მარკო რუბიო - ვიმედოვნებ, რომ უკრაინისთვის დახმარების პაუზის საკითხის მოგვარება შეგვიძლია

ვიმედოვნებ, რომ უკრაინისთვის დახმარების მიწოდების პაუზის საკითხს მოვაგვარებთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხვალ, საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, დახმარების პაუზის საკითხი არის ის, რისი მოგვარებაც, ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შეგვიძლია. ცხადია ის, რაც ხვალ მოხდება, ამისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მარკო რუბიო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ხვალ ჯიდაში გასამართ შეხვედრაზე უკრაინული მხარე რუსეთთან ცეცხლის ჰაერსა და ზღვაში შეწყვეტის წინადადებას წამოაყენებს.

„არ ვამბობ, რომ საკმარისი მხოლოდ ეს არის, მაგრამ ეს არის ისეთი სახის დათმობა, რომლის ნახვაც კონფლიქტის დასასრულებლად აუცილებელია“, - აღნიშნა რუბიომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics