|
2025-03-10 16:17:58, 731 ნახვა
ეკონომიკა
„რენიუ“ — პლასტიკური ქირურგიისა და რეკონსტრუქციული პროცედურების ცენტრი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთულ რეკონსტრუქციულ პროცედურებსაც სთავაზობენ პაციენტებს. ამ ყველაფრისთვის კი, „რენიუში“ მოწინავე ტექნოლოგიების სრული სპექტრია წარმოდგენილი, პროფესიონალთა გუნდი კი, სხვადასხვა პროცედურას უმაღლესი სტანდარტების დაცვით ატარებს. „ჩვენი გამორჩეული ხაზი სწორედ რეკონსტრუქციული ოპერაციებია. საქართველოში და ზოგადად, კავკასიის რეგიონში, არ არსებობს ისეთი ცენტრი, სადაც პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად რთული რეკონსტრუქციულიპროცედურები ტარდება. სწორედ ეს ხდის ჩვენს კლინიკას გამორჩეულს”, —ამბობს “რენიუს” დამფუძნებელი, ლაშა ოსეფაიშვილი. იმისათვის, რომ „რენიუს” დამფუძნებლებს, ლაშა ოსეფაიშვილს და ეკა ბეროზაშვილს ინოვაციური იდეები რეალობად ექციათ, შესაბამისი კაპიტალის საჭიროება დადგა. „თიბისის ფინანსური მხარდაჭერა საწყისი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ამ კაპიტალის გარეშე, ვერ შევძლებდით ამ ეტაპამდე მოსვლას”, — ამბობს ლაშა ოსეფაიშვილი. “რენიუს” დამფუძნებლებს წინ დიდი გეგმები აქვთ. მოწინავე იდეებითა და ხედვებით, პლასტიკური ქირურგიის და რეკონსტრუქციის ცენტრის მუდმივ ზრდასა და განვითარებას აანონსებენ.
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)