06:17 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 09:44:43, 477 ნახვა

მსოფლიო
კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჯასტინ ტრუდოს მარკ ქარნი შეცვლის

კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს მარკ ქარნი, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჯასტინ ტრუდოს შეცვლის. ტრუდომ 2025 წლის იანვარში განაცხადა, რომ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

მარკ ქარნი, რომელსაც 16 მარტს 60 წელი უსრულდება, კანადის ბანკის ყოფილი მმართველია. ქარნი კანადის გარდა, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მოქალაქეა.

ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში, რომელიც 9 მარტს ჩატარდა, მარკ ქარნიმ ხმების 85%-ით გაიმარჯვა. არჩევნებში კიდევ ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა.

კანადის ლიბერალურ პარტიას მარკ ქარნის თავმჯდომარეობით მოუწევს ბრძოლა საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც წელს ჩატარდება.

ქარნის, როგორც პრემიერ-მინისტრს მოუწევს რთული მოლაპარაკებებიც კანადის ტრადიციულ მოკავშირე და მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელთანაც ურთიერთობა დაიძაბა პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ.

ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ კანადა აშშ-ის შემადგენლობაში უნდა იყოს და პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო არაერთხელ მოიხსენია „გუბერნატორად“. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა კანადასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი შეცვალოს 25%-იანი საბაჟო გადასახადებით. ტარიფების ამოქმედება აპრილამდეა გადადებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics