21:48 - 03 Jul, 2026
|
2025-03-09 15:24:32, 4854 ნახვა
სპორტი
გრიგალაშვილმა, გურეშიძემ და ჯაბნიაშვილმა პირველი გამარჯვებები მოიპოვეს
ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი – ტატო გრიგალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი (ორივე 90კგ), იმედა გოგოლაძე (100კგ), გურამ თუშიშვილი და შალვა გურეშიძე (ორივე +100კგ) ასპარეზობდა. მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველად იჭიდავა, ავსტრიის ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხეფინალში გავიდა. ასევე მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძოლებს მძიმეწონოსანი გურეშიძეც. პირველი გამარჯვებები იზეიმეს გრიგალაშვილმა და ჯაბნიაშვილმა. ორივე მათგანი მერვედფინალშია. გრიგალაშვილის მეტოქე იაპონელი ტოკუმოჩი იქნება. გრანპრიზე დღეს გამომსვლელი მეხუთე ქართველი იმედა გოგოლაძე პირველივე წრეში დამარცხდა და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)