06:24 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-07 17:09:18, 660 ნახვა

მსოფლიო
ვიქტორ ორბანი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროპის კოლაფსს ნიშნავს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.

„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს ევროპის კოლაფსს, უნგრეთის ეკონომიკის ჩათვლით“, - განაცხადა ორბანმა Kossuth Radio-ს განუცხადა და მისი კომენტარის თარგმანს უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი ავრცელებს.

მისი თქმით, ევროკავშირმა უკვე გახსნა თავისი ბაზარი უკრაინული საქონლისთვის, რამაც სერიოზული უარყოფითი გავლენა მოახდინა უნგრელ ფერმერებზე. მისი მტკიცებით, სრული გაწევრიანება კატასტროფული იქნება, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორისთვის.

ორბანის თქმით, უკრაინის სამხედრო ძალების შენარჩუნება, ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენა და უკრაინის სახელმწიფოს მხარდაჭერა ევროპის თავდაცვის საჭიროებებთან ერთად, ევროკავშირს არამდგრად ფინანსურ ტვირთად დააწვება.

„თუ ამ გზას გავუყვებით, ამ ომში ჩვენს ბოლო ცენტსაც დავხარჯავთ“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი მტკიცებით, ევროპელი ლიდერები ახლა იწყებენ უკრაინის შენარჩუნების რეალური ხარჯების გამოთვლას და ეს პროცესი, მისი აზრით, აუცილებლად მიიყვანს მათ იმის გაცნობიერებამდე, რომ ასეთი ხარჯები უმართავია.

„საბოლოოდ, დასკვნა იქნება, რომ ევროკავშირს არ შეუძლია ამას თავი გაართვას“, - აღნიშნა ორბანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics