14:12 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-07 11:22:27, 508 ნახვა

პოლიტიკა
არარეზიდენტმა ელჩებმა მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტისთვის, რომელთა ლეგიტიმაციაზე უარს ამბობს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიცია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი.

მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს ბელგიის, ლუქსემბურგის, ფილიპინების, კამბოჯის, კვიპროსის, მალაიზიის, პაკისტანის, სომალის, ბურუნდის, გვატემალას, მალის, სამხრეთ კორეისა და ტაჯიკეთის ელჩებმა, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ჩამოთვლილი ყველა დიპლომატია საქართველოში აკრედიტებული არარეზიდენტი ელჩი, რომელთაგან ზოგიერთი ცოტა ხნის წინ დაინიშნა თავის თანამდებობებზე.

„პრეზიდენტმა დიპლომატებთან განიხილა ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ელჩებს წარმატება უსურვა მუშაობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დაესწრნენ.

2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე, ყაველაშვილის თქმით, „საზოგადოებამ აირჩია მშვიდობა და განვითარება, ტრადიციების, ღირებულებების, რწმენის, ოჯახისა და ღირსების დაცვა. მან უარყო ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს იდენტობას და უნიკალურობას“.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 5 მარტს აღნიშნული ელჩები გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვივნენ. დიპლომატები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას და მიიღეს ინფორმაცია ოფიციალური თბილისის მიერ უკონტროლო ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობისა და ადგილობრივი მოსახლეობის სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ.

გამყოფ ხაზზე ვიზიტამდე ელჩებმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს გიორგი ზურაბაშვილს და ხათუნა თოთლაძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს.

ყაველაშვილის, როგორც საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე ეჭვქვეშ აყენებს მრავალი საერთაშორისო პარტნიორი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics