|
2025-03-07 09:45:18, 900 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს
6 მარტის საღამოს, რუსეთის არმიამ ოდესის ოლქზე დარტყმითი უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგადაც დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დაშავდა ორი ადამიანი. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძვღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს. "მტერმა კვლავ მიიტანა მასობრივი დრონული თავდასხმა ოდესის ოლქზე. ოდესის გარეუბანში სამი საცხოვრებელი კერძო სახლი იწვის, ასევე დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს დაზიანებების აღმოსაფხვრელად. ინფორმაციას დაშავებულთა შესახებ ვაზუსტებთ" - წერს კიპერი. DTEK -ის (უკრაინული ენერგეტიკული კერძო კომპანია) ინფორმაციით, ეს უკვე მეხუთე ენერგოობიექტია, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაზიანდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)