07:38 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-06 18:23:43, 635 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტუსკი - ევროპა მზად არის რუსეთი დაამარცხოს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ევროპა მზად არის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს და შეიარაღების რბოლაში რუსეთი დაამარცხოს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“ბევრი დრო დავკარგეთ, როგორც ევროპამ, მაგრამ დღეს, ყველაფერი ნამდვილად შეიცვალა. ვსაუბრობ ევროკომისიის წინადადებაზე [თავდაცვაზე 800 მილიარდი ევროს მობილიზების შესახებ] და ყველა ჩემი თანამოსაუბრის ერთგულებაზე. მათ ეს დაადასტურეს პარიზსა და ლონდონში შეხვედრების დროს.

ყველა მზად არის ეს გამოწვევა მიიღოს. ეჭვი არ არსებობს, რომ ომი უკრაინაში, ევროპისადმი ამერიკული ადმინისტრაციის ახალი მიდგომა და, ყველაფერზე მეტად, რუსეთის მიერ დაწყებული შეიარაღების რბოლა, სრულიად ახალ გამოწვევებს წარმოადგენს ჩვენთვის. ევროპა უნდა ჩაერთოს ამ შეიარაღების რბოლაში და მოიგოს ის.

დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი წააგებს არ რბოლას, როგორც საბჭოთა კავშირმა წააგო მსგავსი რბოლა 40 წლის წინ. და ეს უფრო დიდი მასშტაბის კონფლიქტის თავიდან არიდების ერთადერთი მეთოდია…

ევროპა დღეს მზად არის უსაფრთხოებაზე სტარტისთვის, მზად არის უფრო სწრაფად, ჭკვიანურად და ეფექტურად შეიარაღდეს, ვიდრე რუსეთი…

დღეს არ გვაქვს ზედმეტად ოპტიმისტურად ყოფნის საბაბები. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გარდამტეხი მომენტია, როდესაც ევროპამ გაიაზრა, თუ რა პასუხისმგებლობა აკისრია მას”, - განაცხადა ტუსკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics