|
2025-03-06 11:53:24, 728 ნახვა
ეკონომიკა
რა ბენეფიტებს სთავაზობს საოპერაციო ლიზინგი კომპანიებს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
რა ბენეფიტებს სთავაზობს საოპერაციო ლიზინგი კომპანიებს თანამედროვე ბიზნესგარემოში ფლოტის მართვა და ტრანსპორტირების ხარჯების ოპტიმიზაცია კომპანიების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. საოპერაციო ლიზინგი ბიზნესს სთავაზობს ეკონომიურად გამართლებულ, მოქნილ და სტაბილურ გადაწყვეტას, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობასა და ბიზნესის უწყვეტობას. რატომ არის საოპერაციო ლიზინგი მნიშვნელოვანი და რა უპირატესობები აქვს მას კომპანიებისთვის? – ამ კითხვებზე პასუხებს სტატიაში მიიღებთ. რა არის საოპერაციო ლიზინგი? - საოპერაციო ლიზინგი გულისხმობს ავტომობილის ან ფლოტის გაქირავებას გარკვეული დროით. ამ პერიოდში კომპანია იხდის მხოლოდ ექსპლუატაციის საფასურს, თუმცა არ ფლობს საკუთრებაში მანქანებს. ამ მოდელის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ბიზნესს არ სჭირდება ერთჯერადი, მასშტაბური ინვესტიციის განხორციელება, ის უბრალოდ ავტოპარკით სარგებლობს განსაზღვრული პერიოდული გადასახადის სანაცვლოდ. საოპერაციო ლიზინგი ბიზნესის უწყვეტობის გარანტიას იძლევა. მანქანა არასდროს გაჩერდება – თუ ავტომობილი დაზიანდა, ის დაუყოვნებლივ შეიცვლება, რაც ბიზნესის უწყვეტ ოპერირებას უზრუნველყოფს. არ არის საჭირო საწყისი მასშტაბური ინვესტიცია – კომპანია არ ყიდულობს ავტოპარკს, რაც ფულადი რესურსების სწორად განაწილების საშუალებას იძლევა. ფლოტის მართვა და მოვლა მთლიანად სერვის-პროვაიდერის პასუხისმგებლობაა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, ფოკუსირდეს მთავარ საქმიანობაზე. ინოვაციური ფლოტის მართვის სისტემები – საოპერაციო ლიზინგის კომპანიები სთავაზობენ GPS მონიტორინგს, საწვავის კონტროლსა და მძღოლების ქცევის ანალიზს, რაც ფინანსურ დანახარჯებს ამცირებს. 2023 წლიდან ბაზარზე ოპერირებს „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა ლიზინგი“. მისი შექმნის მიზანი სწორედ მომხმარებლებისთვის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და მათზე მორგებული გამოცდილების შექმნაა. უფრო კონკრეტულად - რატომ უნდა აირჩიოთ თეგეტას საოპერაციო ლიზინგი? თეგეტა გთავაზობთ მოქნილ და მაღალპროფესიონალურ ოპერაციული ლიზინგის სერვისს, რომელიც ქმნის მნიშვნელოვან უპირატესობებს: დაგეგმარება - წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული ხარჯებით უზრუნველყოფს უკეთეს ფინანსურ დაგეგმვას
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)