|
2025-03-05 15:04:05, 1095 ნახვა
ომი უკრაინაში
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოლაპარაკებებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის მზადყოფნას კრემლი დადებითად აფასებს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
მოლაპარაკებებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის მზადყოფნას კრემლი დადებითად აფასებს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. კითხვაზე, როგორ აფასებს კრემლი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მზადყოფნას, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ „დადებითად“. „საკითხავია ვისთან ერთად უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. უკრაინის პრეზიდენტის მიერ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების აკრძალვის ბრძანება ჯერ კიდევ ძალაში რჩება. მთლიანობაში, მიდგომა დადებითია, მაგრამ ნიუანსები ჯერ არ შეცვლილა“, - განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ქვეყანა მზადაა მოლაპარაკების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე მივიდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)