|
2025-03-04 21:43:15, 897 ნახვა
სამართალი
სპეცოპერაცია ნინოშვილის ქუჩაზე, დაკავებულია 2 პირი - შსს განცხადებას ავრცელებს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას 2 მოქალაქე მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაქცევა სცადა. მათივე განცხადებით, ისინი მანქანით 2 პოლიციელს დაეჯახნენ, რა დროსაც პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებდნენ, რა დროსაც ორი მოქალაქე არ დაემორჩილა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს. მათ საგამოძიებო მოქმედების თავიდან არიდების მიზნით სცადეს გაქცევა, პოლიციის 2 თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და მიაყენეს დაზიანებები, რა დროსაც პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. სამართალდამცველების მიერ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. შემთხვევა ნინოშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)