|
2025-02-28 23:49:16, 825 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიო ლიდერები უკრაინის მხარდასაჭერ განცხადებებს ავრცელებენ
„რუსეთი აგრესორია, უკრაინა მსხვერპლია,“ - მაკრონი ტრამპისა და ზელენსკის კამათს ეხმაურება, რომელმაც მთელი მაოფლიო შოკში ჩააგდო….ამ დრომდე სხვადასხვა ქვეყანა ეხმაურეობა ტრამპის და ზელენსკის შოკისმომგვრელ შეხვედრას. “ძვირფასო ზელენსკი, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, თქვენ მარტო არ ხართ” - პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი. გერმანია ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ერთიანად დგას უკრაინის გვერდით – და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. უკრაინა შეიძლება დაეყრდნოს გერმანიის, ევროპის და სხვა პარტნიორების ურყევ მხარდაჭერას. მათი ბრძოლა დემოკრატიის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ჩვენი ბრძოლაც არის" - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი " უკრაინა, თქვენ არასდროს იქნებით მარტო" - ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა "ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინას მათ სამართლიან ბრძოლაში, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის" - ნორვეგიის პრემიერი, იონას გარ სტიორე. "ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რომელიც იბრძვის არა მხოლოდ მისი თავისუფლებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის." - შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი "როგორც ყოველთვის ისტორიაში, საბერძნეთი დემოკრატიის გვერდით დგას." - ოფიციალური ათენის განცხადება. "ესპანეთი უკრაინის გვერდით დგას!" - ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი "თქვენი ღირსება პატივს სცემს უკრაინელი ხალხის სიმამაცეს. იყავით ძლიერი, იყავით მამაცი, იყავით უშიშარი. თქვენ არასოდეს ხართ მარტო, ძვირფასო პრეზიდენტო" - ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი “ძვირფასო ვოლოდიმირ, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით როგორც კარგ, ისე რთულ დროს. ჩვენ არასდროს უნდა ავურიოთ აგრესორი და მსხვერპლი ამ საშინელ ომში” - გერმანიის მომავალი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი. "არავის უნდა მშვიდობა უკრაინის მოქალაქეებზე მეტად! სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა ვიპოვოთ გზა ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობისკენ. უკრაინას შეუძლია დაეყრდნოს გერმანიას - და ევროპას." - გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი. უკრაინა რუსული აგრესიის მსხვერპლია. ის იბრძვის მრავალი მეგობრისა და პარტნიორის დახმარებით. ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. დიპლომატია ზოგჯერ შეუძლებელის ხელოვნებაა რთულ ვითარებაში. ლატვია დგას უკრაინის გვერდით " - ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რანკევიჩი. "ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ, როგორც არასდროს. დროა ევროპამ გააძლიეროს თავისი ძალისხმევა" - ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი. "ნიდერლანდები აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. სწორედ ახლა. ჩვენ გვსურს ხანგრძლივი მშვიდობა და რუსეთის მიერ დაწყებული აგრესიული ომის დასრულება. უკრაინისთვის, მისი ყველა მაცხოვრებლისთვის და ევროპისთვის." - ნიდერლანდების პრემიერი, დიკ შუფი. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინიატრო: “ ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. რუსეთი არის აგრესორი და ჩვენ ვიზიარებთ უკრაინის მცდელობას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისკენ”.
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)