|
2025-02-25 13:48:40, 605 ნახვა
მსოფლიო
ჰაკან ფიდანი - თურქეთი არ არის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი
თურქეთი არ არის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა თურქეთი, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ნატო-ს წევრობა, ფიდანმა უპასუხა, რომ ისინი წინააღმდეგი არ არიან, თუ უკრაინას სურს ნატო-ს წევრობა. „თუმცა, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, რადგან ჩვენ ღიად განვაცხადეთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. ეს იყო ჩვენი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება. ამიტომ ეს ჩვენი ოფიციალური პოზიციაა“, – თქვა მინისტრმა. ჟურნალისტმა ფიდანს ასევე კითხვა დაუსვა, რომლის თანახმად, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ შეიცვალა პოზიცია უკრაინის ნატო-ში წევრობაზე. აღნიშნულის პასუხად ფიდანმა თქვა, რომ ამაში დარწმუნებული არ არის. „მე არ ვართ დარწმუნებული, რომ წინა ადმინისტრაციაც იყო თანახმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი პოლიტიკა არ არის“, – უპასუხა ფიდანმა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთს, ევროპელ პარტნიორებსა და უკრაინელ მაღალჩინოსნებს შორის გრძელდება დისკუსიები უკრაინის სურვილთან დაკავშირებით, გახდეს ნატო-ს წევრი სახელმწიფო. ფიდანის თქმით, უკრაინას ნატო-ს წევრობა სურს მისი ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიების გამო. „ვფიქრობ, ახლა უსაფრთხოების გარანტია ომის განახლების თავიდან ასაცილებლად არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ მოლაპარაკებებში“, – თქვა ფიდანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)