19:06 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 17:53:58, 488 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ ინიციატივის ტექსტი გამოაქვეყნა

საკანონმდებლო წინადადება ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების საშუალებას მისცემს, ევროკომისიის ვებგვერდზე უკვე ატვირთა.

დოკუმენტში საუბარია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩატარებული პროცედურების შესახებ.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ოთხივე პუნქტის შესრულების პროცესის მონიტორინგს გააგრძელებს.

ცნობისთვის, რამდენიმე საათში ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს. ამის შესახებ ევროკომისიის პრესმდივანმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა. დიმიტრის ავრომოპულოსის პრესკონფერენცია თბილისის დროით 20:30 საათზეა  დანიშნული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics