02:21 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 09:30:26, 567 ნახვა

სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილი დღეს პროკურატურაშია დაბარებული

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, 25 თებერვალს, 11:00 საათზე, გიორგი ბაჩიაშვილი პროკურატურაში დაიბარეს.

ადვოკატის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალს, სავარაუდოდ, „მტკვარი ჰესის“ საქმეზე წაუყენებენ.

„დაგვირეკეს ერთი საათის წინ და გვითხრეს, რომ 11:00 საათზე დაბარებული ვართ. გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული. ბრალი უნდა წარუდგინონ და მასალები გაგვიცვალონ. ჩვენი ვარაუდია, რომ ბრალი უნდა წაუყენონ „მტკვარი ჰესის“ საკითხზე, ვინაიდან, „მტკვარი ჰესი“ საქმიდანაა გამოყოფილი“, - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავონ, ადვოკატი აცხადებს: „არაფერს არ გამოვრიცხავ, თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics