15:24 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-23 11:09:33, 412 ნახვა

მსოფლიო
კოსტა-რიკამ აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების პირველი ჯგუფი მიიღო

ვაშინგტონთან შეთანხმების საფუძველზე, კოსტა-რიკამ მიიღო შეერთებული შტატებიდან დეპორტირებული მიგრანტების პირველი ჯგუფი, რომელთა შორის ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის მოქალაქეები არიან.

ამერიკული მედიის ცნობით, დაახლოებით 200 მიგრანტი დროებით სან-ხოსეში განთავსდება, სანამ მათ სამშობლოში დააბრუნებენ.

დეპორტირებულთა შორის არიან ოჯახები საქართველოდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ავღანეთიდან. მათ შორის 50 ბავშვი, ორსული ქალები და ერთი მოხუცი ქალიც იმყოფება.

აშშ-სა და კოსტა-რიკას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, ცენტრალური ამერიკის ქვეყანა დროებით მიიღებს აშშ-დან გაძევებულ იმ მიგრანტებს, რომელთა დაუყოვნებლივი დაბრუნება სამშობლოში სხვადასხვა მიზეზით ვერ ხერხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics