|
2016-03-09 15:39:10, 3198 ნახვა
სპორტი
კახი კალაძე: რუსეთიდან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხა გადმორიცხეს მახათების და ალკოჰოლის შესაძენად
ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშზე გარკვეული თანხებია გადმორიცხული, რომელიც კალაძეს ეკუთვნის. საპასუხოდ, კალაძემ სახუმარო დოკუმენტი წარმოადგინა, სადაც ნაჩვენებია, რომ რუსეთის ფედერაციიდან პარლამენტის ანგარიშზე, გივი თარგამაძის სახელზე. გადმორიცხულია 750 ათასი დოლარი. თანხის დანიშნულება კი, “ნაციონალური მოძრაობისთვის“ მახათების და ალკოჰოლის შეძენაა. “სხვათაშორის, გუშინ მე მომაწოდეს დოკუმენტაცია. ეს არის რუსეთის ფედერაციიდან 2015 წლის 1 აპრილს გაკეთებული გადარიცხვა. გამომგზავნი ბანკი არის „სულს ამოგხდით“. გადარიცხვა გააკეთა ვინმე ციციკორე კუკუმაშვილმა, საქართველოს მიმღები ბანკი არის „ბოლო გაფრთხილება“. თანხა არის 750 ათასი დოლარი. თანხა გადმორიცხულია პარლამენტის ანგარიშზე, გივი თარგამაძეზეა მითითებული და ამ თანხის დანიშნულებაა მახათების და ალკოჰოლის შეძენა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - განაცხადაა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)