|
2025-02-19 09:42:37, 483 ნახვა
საზოგადოება
თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-თბილისის რეისს ასრულებდა, უკან, მოსკოვის აეროპორტში დაბრუნდა
რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-თბილისის რეისს ასრულებდა, უკან, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაბრუნდა. ავიაკომპანიის საიტზე გამოქვეყნებული მოკლე ცნობით, თვითმფრინავი მოსკოვში დაბრუნდა „ტექნიკური მიზეზის“ გამო. კონკრეტულად რა პრობლემა შეექმნა თვითმფრინავს, მითითებული არ არის. ნათქვამია, რომ თბილისში მგზავრებს ჩაიყვანენ „სარეზერვო ბორტით". „აზიმუტის“ თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 19 თებერვალს 05:00 საათზე უნდა დაშვებულიყო. აეროპორტის საიტზე, რეისების ჩამონათვალში მითითებულია, რომ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან „აზიმუტის“ ეს რეისი გადადებულია. საიტზე გამოქვეყნებულ განრიგში მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან „აზიმუტის“ თვითმფრინავის ჩამოსვლის მომდევნო დროდ მითითებულია 14:20 საათი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)