|
2025-02-16 16:29:21, 456 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი და აშშ ახლა ილაპარაკებენ მშვიდობაზე და არა ომზე
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ამერიკელ ლიდერ დონალდ ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბარი ნიშნავს, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი ახლა პრობლემებს დიალოგის გზით გადაჭრიან, ისაუბრებენ „მშვიდობაზე და არა ომზე“. ამის შესახებ რუსულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ეს არის ძლიერი სიგნალი იმის შესახებ, რომ ახლა ჩვენ შევეცდებით პრობლემების გადაჭრას დიალოგის გზით. და ახლა ჩვენ ვისაუბრებთ მშვიდობაზე და არა ომზე“, – განაცხადა პესკოვმა. პესკოვის თქმით, ტრამპის ასეთი პოზიცია უნდა მოსწონდეს ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს. მისივე განმარტებით, აშშ-ის წინა ადმინისტრაციასთან რუსეთს არანაირი დიალოგი არ ჰქონია. „ტრამპის განცხადებების მიხედვით, ახლა ჩვენ პრობლემას დიალოგის გზით ვწყვეტთ. არავითარი ომი, საჭიროა მშვიდობა. ასეთი პოზიცია, იდეაში, ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს ან სახელმწიფოს უფრო მეტად უნდა მოსწონდეს“, – განაცხადა პესკოვმა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასევე თქვა, რომ „უკრაინას შეეძლო, შეენარჩუნებინა მთლიანობა და თავიდან აეცილებინა კონფლიქტი ქვეყნის შიგნით, თუ შეასრულებდა მინსკის შეთანხმებებს“. „საბოლოოდ გამოვიდა დოკუმენტი, რომელიც იძლეოდა შესაძლებლობას უკრაინის პრობლემის დარეგულირებისთვის. შესაბამისად, უკრაინაც მთლიანი იქნებოდა და არ იქნებოდა რუსების ჩაგვრა დონბასში, არ იქნებოდა სამოქალაქო ომი, არ იქნებოდა დონბასში რუსი ხალხის სურვილი, გამოყოფოდნენ უკრაინას“, – აღნიშნა პესკოვმა. პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინოს აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე, რადგან ვაშინგტონი ასეთ ზომებს სურვილის შემთხვევაში სწრაფად აწესებს და ასევე სწრაფად აუქმებს. „ეს როგორც სწრაფად შემოაქვთ, ისე სწრაფადვე უქმდება სურვილის შემთხვევაში. სურვილის შემთხვევაში, ეს სანქციები შეიძლება, ძალაში დარჩეს ათწლეულების განმავლობაში“, – თქვა პუტინის პრესმდივანმა. მისივე განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოხარული იქნება, 9 მაისს მოსკოვში მიიღოს ნებისმიერი უცხოელი ლიდერი, ვისაც ჩასვლა სურს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. „პრეზიდენტი პუტინი მოხარული იქნება, მიესალმოს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს მეთაურს, ვინც მზად არის, გაიზიაროს ჩვენთან ერთად ამ დღის სიხარული და სიამაყე“, – განაცხადა პესკოვმა. მისივე განცხადებით, „მოსკოვი მომავალ მოლაპარაკებებზე პოზიციის ჩამოყალიბებისას გაითვალისწინებს დასავლეთის მხრიდან წარსულში ნათქვამ ტყუილს“. როგორც „ტასი“ წერს, „ჟურნალისტმა შეახსენა პესკოვს, რომ რუსეთისთვის ადრეც მიუციათ ცრუ დაპირებები, მათ შორის მინსკის შეთანხმებების შესრულებასა და ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების შესახებ“. „რუსეთს არ ავიწყდება ეს ყველაფერი. და ჩვენ, ბუნებრივია, ამას ყველაფერს გავითვალისწინებთ პოზიციის ფორმულირებისას“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)