|
2025-02-15 14:43:28, 503 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპას საკუთარი შეიარაღებული ძალები სჭირდება
ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის დრო დადგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მოდით ვიყოთ გულახდილები: არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ შესაძლებლობა, რომ ამერიკამ თქვას „არა“ ევროპის საკითხებზე, საკითხებზე, რომლებიც ევროპას საფრთხეს უქმნის. მჯერა, დადგა დრო, ევროპის შეიარაღებული ძალები შევქმნათ. მტრის შეტევას მხოლოდ ფული ვერ შეაჩერებს. საქმე მხოლოდ ბიუჯეტს არ ეხება, არამედ, ადამიანების მიერ იმის გაცნობიერებას, რომ საკუთარი სახლები უნდა დაიცვან. ამ მხრივ, უკრაინას ევროპის დახმარება შეუძლია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ეს საჭიროა, რათა ევროპის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ევროპაში მოხდეს. „უკრაინის შეიარაღებული ძალების გარეშე ევროპული არმია რუსეთს ვერ შეაჩერებს. ევროპაში თანამედროვე ომის წარმოების რეალური გამოცდილება მხოლოდ ჩვენს არმიას აქვს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)