06:12 - 07 Jul, 2026
|
2025-02-14 11:31:16, 498 ნახვა
სამართალი
ავსტრიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც პლასტიკურ ოპერაციებს არალეგალურად აკეთებდა
ნაქირავებ ბინაში გაკეთებული არალეგალური პლასტიკური ოპერაციის ჩატარების ბრალდებით, ავსტრიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც მედია წერს, 35 წლის მამაკაცი თავს პრაქტიკოს ქირურგად ასაღებდა და 58 წლის პაციენტს ნიკაპის აწევისა ან ნაოჭების გადაჭიმვის ოპერაციას სახლის პირობებში უკეთებდა. ირკვევა, რომ ოპერაციის დროს ქალი შეუძლოდ გახდა, მას ძლიერი სისხლდენა და სუნთქვის გაძნელება დაეწყო, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ავტსრიელი მედიკოსები სტაბილურად აფასებენ. რაც შეეხება მოყვარულ ქირურგს, ის გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. ახლა ავსტრიული გამოძიება ადგენს, ჰქონდა თუ არა მამაკაცს საქართველოში ქირურგიული საქმიანობის რაიმე გამოცდილება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)