|
2025-02-13 14:26:48, 444 ნახვა
საზოგადოება
გიგა სოფრომაძე - რეპრესიები საჯარო სამსახურსაც შეეხო, ეს აღარ არის ადამიანთა დაშინებისა და რეკეტის მცდელობა, არამედ მკვლელობაა
მთავრობის ადმინისტრაცია არის ის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. რეპრესიები უკვე საჯარო სამსახურსაც შეეხო, - ამის შესახებ „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის" წევრმა გიგა სოფრომაძემ, მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა. მისი თქმით, ისინი 15 თებერვალს დაანონსებულ აქციას უერთდებიან და საჯარო მოხელეებს პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირებისკენ და აქციაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ. „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლი" ვუერთდებით 15 თებერვალს დაგეგმილ მასშტაბურ მსვლელობას. ჩვენ მსვლელობას 18:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციიდან ვიწყებთ, რადგან მთავრობის ადმინისტრაცია არის ის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. რეპრესიები აღარ არის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, უკვე ეს ყველაფერი საჯარო სამსახურსაც შეეხო. ჩვენ ვხედავთ, რომ საჯარო სამსახურის არაეფექტურ მუშაობას შედეგად მსხვერპლი მოჰყვება. ეს აღარ არის ადამიანთა დაშინებისა და რეკეტის მცდელობა, არამედ ეს უკვე მკვლელობაა. გაუქმდა საჯარო სამსახურის ბიურო, პარლამენტის კვლევითი ცენტრი და უქმდება ინსტიტუტები, რომლებიც ამ ქვეყანაში სამართლის დამკვიდრებას უწყობს ხელს. ეს პროცესი კი საზოგადოებაზე ცუდად აისახება. სისტემაში კრიზისია და ყველა საჯარო მოხელეს მოვუწოდებ, შემოგვიერთდნენ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით", - განაცხადა გიგა სოფრომაძემ. ცნობისთვის, დედაქალაქში საზოგადოებრივი ჯგუფების, არასამთავროვო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობით 15 თებერვალს მასშტაბური აქცია იგეგმება. აქცია 18:00 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება და აქციის მონაწილეები მსვლელობით, თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებს, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის პერფორმანსებიც.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)