17:53 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 15:37:53, 435 ნახვა

პოლიტიკა
გადაბაძე: „იმედის“ დირექტორი „მაესტროს“ ჟურნალისტებს გაჩეჩილაძესთან შეხვედრის ორგანიზებას სთავაზობს

"მაესტროს" ყოფილი გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძის ინფორმაციით, ტელეკომოპანია "იმედის" გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე, პირადად ურეკავს "მაესტროს" თანამშრომლებს და ახალ მენეჯმენტთან შეხვედრას სთავაზობს, - ეს ინფორმაცია ბაია გადაბაძემ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

როგორც ბაია გადაბაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, "იმედის" გენერალური დირექტორი საკმაოდ მაღალ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლებს დაუკავშირდა.

მისივე თქმით, ის კონკრეტული ჟურნალისტების იდენტიფიცირებას ვერ მოახდენს, თუმცა მას ეს ინფორმაცია ძალიან სარწმუნო წყაროსგან აქვს.

"ის ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრის ორგანიზებას სთავაზობს, რაც მისი მხრიდან მინიმუმ არაკოლეგიალური და არა გონივრული არის, რადგან "მაესტროს" საკითხებში ასეთი ჩართვა, როგორც ირაკლი რუხაძე და "იმედის" მენეჯმენტი ერთვება, უბრალოდ არ არის ლამაზი და ამის გაკეთება სხვანაირადაც შეუძლიათ.

ჩვენ ყველას ირაკლი რუხაძის ფაქტორი გამოგვრჩა, რომელიც რატომღაც თავის მეგობრებთან ერთად ვითომ და "მაესტროს“ გადასარჩენად იბრძვის. მე მინდა ვუთხრა ყველას ვინც "იმედის" ბედზე ზრუნავს, რომ "იმედის" ბედზე ზრუნვა გააგრძელონ, იმიტომ რომ "მაესტრო" თავის თავს თვითონ მიხედავს. ვინც კონკურენტ არხზე რაღაცა მანიპულაციებს ახორციელებს უბრალოდ გულის ამრევია და ამას სხანაირად ვერ შევაფასებ", - განაცხადა ბაია გადაბაძემ

კითხვაზე, დაასახელებს თუ არა კონკრეტული ჟურნალისტების გვარებს, ვისაც „იმედის“ დირექტორი დაუკავშირდა, გადაბაძემ განაცხადა, რომ „თუ მოვლენებმა სხვა ხასიათი მიიღო, მას ამ თანამშრომლების სახელებისა და გვარების დასახელება მოუწევს“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics