00:41 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-09 15:54:19, 464 ნახვა

მსოფლიო
კოსოვოში საპარლამენტო არჩევნები იმართება

კოსოვოში საპარლამენტო არჩევნები იმართება.პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ მთავარი ოპონენტები არიან „კოსოვოს დემოკრატიული ლიგა“ და „კოსოვოს დემოკრატიული პარტია“, რომელიც კოსოვოს გამათავისუფლებელი არმიის ყოფილი მებრძოლების მიერ არის დაფუძნებული.

2021 წლის არჩევნებში ალბინ კურტის პარტიამ, „თვითგამორკვევის მოძრაობამ“ 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. თუ მმართველი პარტია ამჯერად უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს, არჩევნების შემდეგ მას, შესაძლოა, კოალიციური მოლაპარაკებების წარმოება მოუწიოს.

კოსოვოში საარჩევნო კამპანიის დროს მთავარი საკითხები ეკონომიკა, კორუფცია და სერბეთთან ურთიერთობები იყო. კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს 110-ზე მეტ ქვეყანას, რომელთა შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი და დასავლური ქვეყნების უმრავლესობაა. კოსოვოს არ აღიარებს სერბეთის ტრადიციული მოკავშირე რუსეთი, ასევე ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყანა, საქართველო და სხვა სახელმწიფოები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics