12:31 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 16:36:51, 947 ნახვა

პოლიტიკა
იაპონური მედია - საქართველოს პროპუტინისტი დიქტატორის უფროსი ვაჟი, ტოკიოში საქართველოს ელჩს შეხვდა

იაპონური მედიასაშუალება Shūkan Bunshun იუწყება, რომ საქართველოს პროპუტინისტი დიქტატორის, ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას რესტორანში შეხვდა.

გამოცემა ავრცელებს შეხვედრის ამსახველ ფოტო მასალასაც, სადაც ჩანს ლეჟავა, თუმცა დაფარულია "ივანიშვილის უფროსი შვილის", უტა ივანიშვილის სახე.

Shūkan Bunshun-ის მტკიცებით, შეხვედრა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა, რომლის ბოლოსაც ლეჟავამ ივანიშვილს დიდი შავი ჩანთა გადასცა და უთხრა, რომ - "აქ არ გახსნა, იმედი მაქვს გამოგადგება".

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ბოლო ერთ წელიწადში იაპონიაში უტა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. მაგალითად, მედია საშუალება წერს, რომ 2024 წლის ზაფხულში უტა ივანიშვილმა 500-550 მილიონი იენის (დაახლოებით 3.5 მილიონი აშშ დოლარის) ღირებულების მდიდრული აპარტამენტი შეიძინა ტოკიოს ცენტრალურ უბანში.

სტატიაში ასევე, ხაზგასმულია უტა ივანიშვილის მიერ აშშ-ს მხრიდან მამის დასანქცირების შემდეგ, იაპონიაში ახალი სააქციო საზოგადოების - ატუ ჰოლდინგსის დაარსების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, სანქციებისგან ქონების გადამალვის მიზანს ემსახურება. ეს ინფორმაცია 2025 წლის იანრვარში რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics