03:21 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 11:03:04, 573 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის ყველა თანამშრომლის გამოყვანაზე დაიწყო მუშაობა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის ყველა თანამშრომლის გამოყვანაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News ავრცელებს.

ABC News-ს რამდენიმე წყარომ განუცხადა, რომ დეპარტამენტი გეგმავს USAID-ის ყველა თანამშრომლისა და მათი ოჯახის წევრების აშშ-ში დაბრუნებას, რაც მიმდინარე კვირის შაბათამდე უნდა მოხდეს.

ამასთან, როგორც ABC News წერს, სამშაბათს სააგენტოს ადმინისტრატორის ახლად დანიშნულმა მოადგილემ, პიტ მაროკომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ თუ გამოყვანა ვერ დასრულდება, პროცესში სამხედრო ძალები ჩაერთვებიან.

„მათი ვაშინგტონში დამნაშავეებივით გამოძახება, მაშინ როცა ოჯახებსა და ლოგისტიკურ საკითხებს უნდა გაუმკლავდნენ, სასტიკია. ამ ადამიანებს ჰყავთ ბავშვები სკოლებში“, – განაცხადა USAID-ის ყოფილმა თანამშრომელმა ამერიკულ მედიასთან საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics