03:20 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 08:48:57, 603 ნახვა

მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს - თქვენ ყველაზე დიდი მეგობარი ხართ, ვინც კი ისრაელს ოდესმე თეთრ სახლში ჰყოლია

თქვენ ყველაზე დიდი მეგობარი ხართ, ვინც კი ისრაელს ოდესმე თეთრ სახლში ჰყოლია, - ასე მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ოვალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ჩამოთვალა ის ზომები, რაც დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის მეორე ვადით დაკავების შემდეგ განახორციელა, მათ შორის პალესტინის დახმარების სააგენტოსთან, UNRWA-თან დაკავშირებული აღმასრულებელი ბრძანებების ხელმოწერა და ირანზე მაქსიმალური ზეწოლის კამპანიის გაგრძელება.

"ეს ყველაფერი სულ რაღაც ორ კვირაში. შეგიძლიათ, წარმოგიდგენიათ სად ვიქნებით ოთხ წელიწადში? მე შემიძლია და ვიცი, რომ თქვენც შეგიძლიათ, ბატონო პრეზიდენტო“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

დონალდ ტრამპის კომენტართან დაკავშირებით, რომ შეერთებულმა შტატებმა ღაზას სექტორზე კონტროლი უნდა დააწესოს, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეს არის იდეა, რომელიც „ყურადღების მიქცევის ღირსია“.

მისი თქმით, ისრაელი ორიენტირებულია იმაზე, რომ ტერიტორია აღარ იყოს საფრთხე მათი ქვეყნისთვის.

„პრეზიდენტი ტრამპი განსხვავებულ მომავალს ხედავს ღაზასთვის. ვფიქრობ, ეს არის რაღაც, რამაც შეიძლება ისტორია შეცვალოს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics