|
2025-02-05 08:41:29, 483 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობის სახლთან პროტესტის 24-საათიანი რეჟიმი შეწყდება
აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც კარვებია გაშლილი, პროტესტის 24-საათიანი რეჟიმი შეწყდება, თუმცა აქციები ყოველდღიურად გაიმართება, - ამის შესახებ აქციის მონაწილეებმა განაცხადეს. მათი თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მზია ამაღლობელი კლინიკაში გადაიყვანეს. ამბობენ, რომ კარვების გაშლის გადაწყვეტილება, თავის დროზე, მზია ამაღლობელის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად მიიღეს. მათი თქმით, მოთხოვნა, რომელიც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით დაყენებული ჰქონდათ, შესრულებულია. აქციის მონაწილეების თქმით, საპროტესტო აქციები ყოველდღიურად გაგრძელდება, როგორც აჭარის მთავრობის სახლთან, ასევე მუნიციპალიტეტებში. მათი განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება. ცნობისთვის, მზია ამაღლობელი დამატებითი კვლევებისთვის, გუშინ საღამოს, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)