|
2025-02-05 01:30:12, 768 ნახვა
საზოგადოება
ექიმი ამაღლობელზე - კვლევებში იყო ცვლილებები, გააგრძელებს სტაციონარულ მკურნალობას
ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც 24-ე დღეა საპატიმროში შიმშილობს, კვლევებისთვის კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს, სადაც ჰოსპიტალურ მკურნალობს კლინიკაში გააგრძელებს. ვივამედის კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, ლაბორატორიულ კვლევების შედეგებში იყო ცვლილებები, რის შემდეგაც ამაღლობელს სტაციონარული მკურნალობა შესთავაზეს, რასაც ის დასთანხმდა, თუმცა შიმშილობას აგრძელებს. "კლინიკაში შემოვიდა პაციენტი ამაღლობელი. მას ჩაუტარდა აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ნანახი იქნა შედეგები და პაციენტს შეთავაზებულ ექნა სტაციონარული მკურნალობა, რაზეც პაციენტი დათანხმდა და იმყოფება სტაციონარში სტაციონარულ მკურნალობაზე. ლაბორატორიული კვლევის შედეგებში იყო ცვლილებები და საჭირო გახდა ჰოსპიტლის პირობებში მკურნალობის გაგრძელება" - ამბობს ჩხაიძე TV პირველთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)