03:21 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 14:13:50, 394 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ფინანსთა მინისტრი გახდება

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ფინანსთა მინისტრი გახდება, - ინფორმაციას CNBC-ი ნორვეგიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტოლტენბერგის ახალი თანამდებობა ნორვეგიის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს უკავშირდება, რომელიც მთავრობამ დღეს გამოაცხადა და რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკულ დირექტივებთან დაკავშირებით შიდა დაპირისპირების ფონზე მმართველი კოალიციის დაშლას მოჰყვა.

იენს სტოლტენბერგი, რომელიც ნორვეგიის „ლეიბორისტული პარტიის“ წევრია, 2014-2024 წლებში ნატო-ს გენერალური მდივანი იყო, მანამდე მას ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ორჯერ, 2000-2001 და 2005-2013 წლებში ეკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics