17:54 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 15:29:10, 379 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: ჩვენს მომავალს მშვიდად ვუყურებთ

„როგორც პარტია, ჩვენს მომავალს საკმაოდ მშვიდად ვუყურებთ. განვლილი 35 წლის მანძილზე არ გავმქრალვართ და როგორც მინიმუმ, მომავალი 35 წელი ასევე იქნება წარმოდგენილი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ მომავალი საქმიანობა დამოკიდებულია პირველ რიგში ამომრჩეველზე და მეორე რიგში პოლიტიკურ პარტნიორებზე:

„ პარლამენტში კი არა, ბევრს უნდა, რომ საქართველოში არ ვიყოთ წარმოდგენილნი საერთოდ. საუბარი იმის თაობაზე, ვინ სად იქნება, სპეკულაციებია და მეტი არაფერი. „რესპუბლიკური პარტია“ პარლამენტში არ შექმნილა, რადგან არიან პარტიები, რომლებიც პარლამენტში შეიქმნენ. „რესპუბლიკური პარტია“ ხელისუფლებაში არ შექმნილა, არიან პარტიები, რომლებიც ხელსიუფლებაში შეიქმნენ.

„რესპუბლიკურ პარტიას“ ოპოზიციური საქმიანობის გაცილებით მდიდარი გამოცდილება აქვს, ვიდრე სახელისუფლებო საქმიანობის. პარტია, როგორც პარტია ჩვენს მომავალს საკმაოდ მშვიდად ვუყურებთ. განვლილი 35 წლის მანძილზე, არ გავმქრალვართ და როგორც მინიმუმ მომავალი 35 წელი ასევე იქნება წარმოდგენილი. ვიცით ის, ქვეყანას როგორ ვემსახუროთ ხელისუფლებაში და როგორ ვემსახუროთ ქვეყანას ოპოზიციაში. საკითხი იმის შესახებ, სად და როგორ ვიქნებით, დამოკიდებულია პირველ რიგში ამომრჩეველზე და მეორე რიგში პოლიტიკურ პარტნიორებზე, რადგან „რესპუბლიკური პარტია“ არ აცხადებს პრეტენზიას, ამბიციას სამომავლო სურვილს იმის თაობაზე, რომ რომელიმე არჩევნებზე 55 პროცენტს მიიღებს და ქვეყანას ჩვენ ვმართავთ. ეს არ იქნება სწორი და არც რეალისტური.

 ვიქნებით თუ არა პარლამენტში, გვექნება თუ არა პარტნიორული ურთიერთობა სხვა პოლიტიკურ ძალებთან წინასაარჩევნოდ თუ მას შემდეგ, ამ კითხვებს პასუხს გასცემს ოქტომბერი და არა უსუფაშვილი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics