19:17 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-02 10:13:02, 459 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - მალე დადგება ამ რეჟიმის გასამართლების დრო - რეჟიმის, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება

პარტია ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ხელისუფლება აგონიაშია და მათი მმართველობა მალე დასრულდება.

„ბიძინა და მისი რუსული რეჟიმი აგონიაშია! რუსული და ბელარუსული სცენარი - თავისუფალი ადამიანების "ჩეკისტური" დევნა, სახლებში შევარდნა და ტერორი საქართველოში არ და ვერ იმუშავებს!

ქართველი ხალხის სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისათვის ვერ გააჩერებს და ვერ დაიმორჩილებს!

მალე დადგება ამ რეჟიმის გასამართლების დრო - რეჟიმის, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, უღალატა ქართველი ხალხის არჩევანს, ქვეყანა მოაქცია სრულ იზოლაციაში, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია.

ბრძოლა იქნება ბოლომდე!

ყველა, ვინც ამ რეჟიმს ამაგრებს და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს სჩადის, უმკაცრესი პასუხი მოეთხოვება!

მოღალატე, რუსული რეჟიმი მალე დასრულდება!

სიმტკიცით და ერთობით გავიმარჯვებთ!”- წერს ხაზარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics